ლევან ბერძენიშვილი: ევროკომისია საქართველოზე უვიზო რეჟიმის რეკომენდაციას მალე წარადგენს
ფოტო: ევროკომისია
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, ევროკომისია მზადაა ევროპის პარლამენტს საქართველოს შესახებ უვიზო რეჟიმის რეკომენდაცია მომავალ კვირაში წარუდგინოს.
"ეს არაოფიციალური ინფორმაცია ჩვენ ევროკომისიის აპარატიდან მივიღეთ. ისინი მზად არიან, რომ ევროპარლამენტს წარუდგინონ თხოვნა საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ. ველოდებით, რომ მომავალ კვირას ეს წარდგენა აუცილებლად მოხდება" - აღნიშნა მან On.ge-სთან ინტერვიუში.
ლევან ბერძენიშვილმა იმ ეტაპებზეც ისაუბრა, რომლებსაც საქართველო ევროპარლამენტში რეკომენდაციის წარდგენის შემდეგ გაივლის. მისი ინფორმაციით, ამის შემდეგ ევროპის პარლამენტში გაიმართება სათანადო კომიტეტის სხდომა, შემდეგ - პლენარული სხდომა, სადაც აღნიშნულ საკითხს კენჭს უყრიან.
"მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ევროპის პარლამენტის თავჯდომარე და ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყნის პირველი პირი მოაწერენ ხელს ერთობლივ დეკლარაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მიმართ აღარ იყოს ხანმოკლე ვიზებზე მოთხოვნა. ამის შემდეგ კი ეს დოკუმენტი გამოქვეყნდება, საიდანაც 1 კვირაში საქართველოს მოქალაქე ბიომეტრიული პასპორტით ხელში მიადგება ევროპას" - თქვა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა.
ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, ეს ეტაპები 2-დან 6 თვემდე დროს მოითხოვს.
"გააჩნია რა ტემპით წავა პროცესი. ეს შესაძლოა მოესწროს ივნისამდე, თუმცა აუცილებლად დასრულდება სექტემბრამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ივნისამდე პერიოდში ჩავეტევით" - აღნიშნა მან.
ბერძენიშვილის თქმით, უკრაინის შემთხვევაში ეს პროცესები დროებით გადადებულია და საქართველო ამ ეტაპებს ცალკე გაივლის.
-
Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის
გადახედვა
-
ასობით წერილი კაპიტანს — საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა ასობით წერილი კაპიტანს — საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა
-
OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა
გადახედვა
-
"ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო" — რამდენად კარგად იცნობ გურამ კაშიას? "ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო" — რამდენად კარგად იცნობ გურამ კაშიას?
-
სკუბი დუს ახალ სერიალში მთავარ როლზე მსახიობი ცუგა უკვე დაამტკიცეს სკუბი დუს ახალ სერიალში მთავარ როლზე მსახიობი ცუგა უკვე დაამტკიცეს
გადახედვა
-
კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს
გადახედვა
-
გზებზე ნარჩენების დაყრაზე რეაგირებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტში სპეციალური სამსახური იქმნება გზებზე ნარჩენების დაყრაზე რეაგირებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტში სპეციალური სამსახური იქმნება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს
გადახედვა
-
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის — კომპანია საქმიანობას განახლებული სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის — კომპანია საქმიანობას განახლებული სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
-
რუსეთთან დაკავშირებული აზერბაიჯანული კომპანიების უკან ბათუმში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დგანან — ჟურნალისტური გამოძიება რუსეთთან დაკავშირებული აზერბაიჯანული კომპანიების უკან ბათუმში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დგანან — ჟურნალისტური გამოძიება
გადახედვა
-
ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი
-
პორშე ცენტრი თბილისი წიგნის ჩიკატაის ამბავი პირველი გამოცემის მხარდამჭერია პორშე ცენტრი თბილისი წიგნის ჩიკატაის ამბავი პირველი გამოცემის მხარდამჭერია
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია იმაში, რომ მისი გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია იმაში, რომ მისი გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმის კიდევ 1 ფიგურანტი, ვახო ფიცხელაური საპროცესო შეთანხმებას დასთანხმდა 4 ოქტომბრის საქმის კიდევ 1 ფიგურანტი, ვახო ფიცხელაური საპროცესო შეთანხმებას დასთანხმდა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა ქუთაისში კონფერენცია გამართა — ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში გალტ & თაგარტმა ქუთაისში კონფერენცია გამართა — ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში
-
აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებიც კანიბალ "ზეგიგანტებად" გარდაიქმნებიან აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებიც კანიბალ "ზეგიგანტებად" გარდაიქმნებიან
გადახედვა
-
კადიროვის კრიტიკოსებზე თავდასხმებში ეჭვმიტანილი ჩეჩენი კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინაში გარდაიცვალა კადიროვის კრიტიკოსებზე თავდასხმებში ეჭვმიტანილი ჩეჩენი კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინაში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
-
ზელენსკიმ კირ სტარმერს შესთავაზა, აბრამოვიჩის მიერ "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული £2.4 მლრდ უკრაინის თავდაცვას მოხმარდეს ზელენსკიმ კირ სტარმერს შესთავაზა, აბრამოვიჩის მიერ "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული £2.4 მლრდ უკრაინის თავდაცვას მოხმარდეს
გადახედვა
-
საია წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტების სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს საია წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტების სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
პენტაგონმა Alibaba და Baidu ჩინეთის არმიის მხარდამჭერი კომპანიების სიაში შეიყვანა პენტაგონმა Alibaba და Baidu ჩინეთის არმიის მხარდამჭერი კომპანიების სიაში შეიყვანა
გადახედვა
კომენტარები